მარტივად რომ ვთქვათ, მეგრელებს ელარჯით იცნობენ. თუ სამეგობროში ან სანათესაოში მეგრელი გამოერევა ხოლმე, ეს აუცლებლად ნიშნავს ელარჯის ხსენებას და ამ კერძის მთელი სიკეთით სარგებლობის შესაძლებლობას. ხუმრობითაც კი ამბობენ, რომ ამ კერძის დამზადება კი მარტივია, თუმცა მეგრელის გარდა ვერავინ უბედავს გემრიელად დაამზადოსო.
ეს ბურთები კი სამეგრელოს საყვარელი კერძის ჩვენებური გადათამაშებაა. შებოლილი სულგუნით ჩანაცვლებული ჭყინტი სულგუნი ამ კერძს თან ჩვეული ელარჯის გემოსაც უნარჩუნებს, თან კი კაფე სესილიაში კიდევ ერთხელ სტუმრობის სურვილს გიჩენთ.